თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ე. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 461-ე და 473-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობას და თავდასხმით ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Comments
Loading...