თბილისის მერია! როდის მიხედავ გარე რეკლამის განთავსების საქმეს?

ორი ძვირადღირებული ავტომობილი დაზიანდა მეტროსადგურ “სამგორთან”, მოსკოვის პროსპექტზე დამაგრებული ბილბორდის ჩამოვარდნის შედეგად.
baner-tb
აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე ეხმიანება.

ღმერთმა გადაგვარჩინა დიდ უბედურებას, რომ ეს კონსტრუქცია ადამიანებს არ დაეცა.
კიდევ ერთი გაფრთხილება უფლისგან:
თბილისის მერია!
როდის მიხედავ გარე რეკლამის განთავსების საქმეს?
როდის შეიქმნება სარეკლამო კონსტრუქციების მკაცრად გაწერილი სტანდარტი?(აფრიანობა, დამაგრების საიმედობა, საგზაო ნიშნების აღქმის შეუზღუდაობა და ა.შ.)?
როდის? როდის? როდის?
ძალიან ბევრი ,,რატომ” და ,,როდის” გროვდება….

Leave A Reply

Your email address will not be published.