თბილისის მერიამ Facebook-ზე საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის 5 500 დოლარი გადაიხადა.

თბილისის მერიამ Facebook-ზე საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის 5 500 დოლარი გადაიხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე მომწოდებელ facebook.ink-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 5 ათასი დოლარია.

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N149-ის მიხედვით: ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” გვერდზე განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიური მომწოდებელია სოციალური ქსელი ”ფეისბუქი”, – აღნიშნავს გივი კუბლაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, რომ ხსენებული თანხა მერიას “ფეისბუქზე” რეკლამის სანაცვლოდ ჯერ არ გადაუხდია და თანხის გადახდა მხოლოდ გაწეული სამსახურის შემდეგ მოხდება. ამასთან ერთად, როგორც მერიაში განაცხადეს, 5 ათას დოლარი გაწეული სამუშაოსთვის მაქსიმალური თანხაა.

”შესასყიდი მომსახურება წარმოადგენს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას კი განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქსელს საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა. არსებული ინფორმაცია დასტურდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგების საფუძველზე, როგორიცაა NDI და სხვა. ასევე, აღნიშნულს მოწმობს ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები. შესაბამისად, მიზანშეწონილია, „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ სარეკლამო მომსახურებით, ანუ ჩვენს მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს. შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო, სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების რეკლამირებისთვის დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზეwyaro

Comments
Loading...