თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოვებს
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მერიაში ამჟამად მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები და პაატა ჯაჭვლიანი 1-ელი თებერვლიდან მერიის სხვა სტრუქტურაში გადავა. თუ რა პოსტს დაიკავებს ჯაჭვლიანი, მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.