თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას “ქართუ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი დაიკავებს

Frontnews–ის ინფორმაციით, თბილისის მერის დავით ნარმანიას მოადგილის თანამდებობას “ქართუ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს.

დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია თვის ბოლომდე განხორციელდება და გიორგი ლილუაშვილი სავარაუდოდ, დავით ნარმანიას პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნება.

თბილისის მერის ერთ–ერთმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

frontnews.ge

Comments
Loading...