თბილისის მეტროში შეფერხებაა

თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს.

როგორც „ინფო 9“-ის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მატარებლები ამ დროისთვის, ვარკეთილიდან დიდუბის სადგურამდე მოძრაობენ.

შეფერხების მიზეზი დეპოში მოძრავი ცარიელი  შემადგენლობა აღმოჩნდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, შესაბამისად, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ, დიდუბე-ახმეტელის თეატრის ხაზზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეაჩერა.

პრობლემის დროულად მოსაგვარებლად, მეტროში სპეციალური ჯგუფი მუშაობს.

Comments
Loading...