თბილისის ნაწილს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, კოსტავას და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მცხოვრებებს.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის “დ” ქუჩის და კოლოუბნის ქუჩის მცხოვრებებს.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ღოღობერიძის, ჟორდანიას და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებებს.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სართიჭალას, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის და ფოსტის ქუჩების მცხოვრებებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...