თბილისის ნაწილს ღამით წყალმომარაგება შეუწყდება


“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, ღამის 00:00 საათიდან ხვალ, 14 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება.

აღნიშნულ საათებში წყალი არ მიეწოდება:

· ვაჟა-ფშაველას I, II და III კვარტლის #1-12 ნომრებს

· მარგიანის, მარიჯანის, გამრეკელის, გურიელის, თავხელიძის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, ზაქარიაძის, ვ.ჩიქოვანის, ასათიანის, ქავთარაძის, თავაძის და ნუცუბიძის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს, ვაჟა-ფშაველას ჩიხს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნუცუბიძის 2 მ/რ-ში #575 რეზერვუარის მიმდებარედ, 700მმ მაგისტრალურ მილდენზე, სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის, ხარჯმზომების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.