თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” “ყაზტრანსგაზ თბილისიდან” აცნობეს, ნუცუბიძის მე-3 მ/რ-კვ.2-ში – ძოწენიძის ქუჩაზე გამავალ დ/წნევის ავარიული ქსელის გაუქმებისა და ახალაშენებულ საჰაერო გაზსადენზე გადართვასთან დაკავშირებით, ხვალ, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აღნიშნული გაზსადენი გაითიშება.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო ნუცუბიძის III მ/რ-კვ.2-ში მდებარე კორპ. 2, 3, 4, 5, 6, ასევე ძოწენიძის ქ. 5-ის მოსახლეობასა და #142 საბავშვო ბაგა-ბაღს (დაახლოებით 550-მდე აბონენტი) გაზმომარაგება შეუწყდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.