თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათზე, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი.
მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა.
6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი Fourplay.

Leave A Reply

Your email address will not be published.