თბილისის სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის საქმის განხილვაზე უარი თქვა

ქმრისა და შვილის მკვლელობისათვის უვადოდ მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საჩივარიო თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო. მაგდა პაპიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც მას 2016 წლის 6 ივლისს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მაგდა პაპიძის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თორმეტი ნაფიცი მსაჯული განიხილავდა, რომლებმაც გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ კი მაგდა პაპიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამა-შვილის მკვლელობა 2015 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში მოხდა. მაგდა პაპიძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 20 დეკემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს ქმრისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით.

newposts.ge

Comments
Loading...