თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თეა წულუკიანის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ დაუპირიპირდა და შეახსენა, რომ მოსამართლეებს მისი არ ეშინიათ. “ნამდვილად არავის აღარ ეშინია არანაირი განცხადების. მე ერთი რამის მეშინია, რომ ამ გაბრაზებულზე ქალბატონმა თეამ რაიმე კანონპროექტი არ მიიღოს. რამდენი ქალბატონი თეა გაბრაზდა, იმდენი ახალი კანონპროექტი მიიღო და ბევრი პრობლემატიკის სათავეც ალბათ აქ არის. ამ გაბრაზებულზე ნამდვილად მეშინია იმის, რომ რაიმე კანონპროექტი არ მიიღოს, რომ ვინმეს პირდაპირ არ დაგვიქვემდებაროს მოსამართლეები და სადმე სხვა უწყებას არ დაუქვემდებაროს ეს სისტემა,” – აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიმართა. “მე კითხვა მაქვს არამოსამართლე წევრებთან, რომ ის, რითაც დაასაბუთეს მოსამართლის დანიშვნა, ამით შეიძლება მოსამართლე დაინიშნოს? ჩემი აზრით არ შეიძლება და შეცდომა ზუსტად ეს არის,” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებებს იუსტციის საბჭოას სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. ნინო გვენეტაძის თქმით, სასამართლოსთვის კრიტიკა მიუღებელი არ არის. “მის პოზიციასთან და ყველა მის ბრალდებასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მოწვეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და შეუძლია, ყველა კითხვაზე მიიღოს პასუხი. ასევე უპასუხოს ყველა ბრალდებას,” – განმარტა ნინო გვენეტაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.