თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ვინაობა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის შემცვლელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა ლევან მურუსიძემ წამოაყენა. მიქაუტაძე ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელის თანამდებობასაც. ის მანამდე 2006-2010 წლ;ებში მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად, 2010 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

საბჭოს გადაწყვეტილება არც მედიისთვის და არც საბჭოს წევრების ნაწილისთვის არ იყო ცნობილი. ვახტანგ მჭედლიშვილმა საბჭოზე განაცხადა, რომ ამის შესახებ დასახელების შემდეგ გაიგო.

საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.

Comments
Loading...