თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია.
სხდომათა დარბაზთან შეკრებილები არიან კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც სხდომათა დარბაზში შესვლას და პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა, მანდატურები, იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზში ადგილი აღარ არის, მოქალაქეებს დარბაზში არ უშვებენ, რასაც მათი უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ამის გამო სხდომის დაწყება დაახლოებით ნახევარი საათით დაგვიანდა.