თბილისის ცენტრში მანქანა დაწვეს

თბილისის ცენტრში, ჯანაშიას ქუჩაზე “ლენდკრუიზერის” მარკის ჯიპს ცეცხლი წაუკიდეს.

შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათისთვის მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ავტომობილი დვალიშვილების ოჯახს ეკუთვნის, მისი მფლობელი ფოთის ყოფილი ვიცე–მერია, რომლიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულია, როგორ გადაასხა ერთმა პირმა ავტომობილს ბენზინი, ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სხვისი ნივთის განადგურების მუხლით მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.