თბილისის უბნები, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით,
დიდგორის რაიონში
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს (სულ 1 184 აბონენტს).
დიდუბის რაიონში
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მოსახლეობას (სულ 345 აბონენტს).
საბურთალოს რაიონში
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს (სულ 845 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონში
02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას და მიმდებარე ტერიტორიას (სულ 8 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.