თბილისის ზღვასთან ავარია მოხდა, მიკროავტობუსი გადატრიალდა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ცნობით, დღეს, ტექდათვალიერების გასავლელად მიმავალ სამარშუტო ტაქსს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მიკროავტობუსში მძღოლის გარდა, არავინ იმყოფებოდა.

„თბილისის მიკროავტობუსის“ ცნობით, შეჯახებამ ასევე, გზის სავალი ნაწილიდან სატვირთო ავტომობილის გადატრიალება გამოიწვია. შედეგად, მსუბუქად დაშავებულია „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი.

Comments
Loading...