ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის უბანში მოხდა. არიან დაშავებულებიც.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და „ფორდის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
როგორც “კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 2 ბრიგადა გავიდა. ავარიის შედეგად სამი დაშავებული თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, გზად კიდევ ერთი ავარია მოხდა. კერძოდ, მსუბუქი ავტომანქანა „ოპელი“ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლიც დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთი მე-5 სავადმყოფოში, ხოლო ორი თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სასწრაფოს ბრიგადა „ოპელის“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა 1 პირი. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გამოძიება სსკ-ის 276 – ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
kvira.ge