თბილისს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი ეწვევა


ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი, დიტერ კოსლიკი და საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორი , ნიკოლაი ნიკიტინი თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ბერლინალეს დირექტორმა დიტერ კოსლიკმა სურვილი გამოთქვა, თავად ნახოს საქართველო, გაეცნოს ადგილობრივ კულტურას, გაესაუბროს სახელმწიფო პირებს და კინოსექტორის წარმომადგენლებს.
კოსლიკი საქართველოში პირველად ჩამოდის. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დღეს, 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე ოფიციალურ შეხვედრას მოუწყობს. გერმანელი სტუმრის ვიზიტი თბილისში მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდება. საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორი, ნიკოლაი ნიკიტინი კიდევ სამი დღის განმავლობაში დარჩება და ფესტივალისთვის შესარჩევად ახალ ქართულ ფილმებს ნახავს.
დიტერ კოსლიკი დღეს ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის 2001 წლიდან ბერლინალეს დირექტორის პოსტზეა.
ეროვნული კინოცენტრი ბოლო წლებში ბერლინალესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კინოფესტივალმა დიდი როლი ითამაშა ახალი ქართული ფილმების პრომოუშენში. 2013 და 2014 წლებში ბერლინალეს სხვადასხვა პრესტიჟულ პროგრამაში (პანორამა, ფორუმი) ორ-ორი ქართული ფილმია.

Leave A Reply

Your email address will not be published.