თბილისს ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი და გენერალური მდივნის მოადგილე ჯაკომო ფილიბეკი ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარტია “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანთან, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან და პარტიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

დაგეგმილია ასევე შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომელზეც საუბარი შეეხება ევროპის სოციალიტური პარტიის ახალგაზრდა აქტივისტების ქსელის გაფართოებას და მასში საქართველოს ახალგაზრდობის ჩართვას.

ევროპის სოციალისტური პარტია ევროპარლამენტში წარმოადგენს სიდიდით მეორე პოლიტიკურ ძალას 195 დეპუტატით. ”

ცნობისთის, “ქართული ოცნება” 2015 წლის ივნისში ოფიციალურად გახდა ევროპის სოციალისტური პარტიის წევრი.

ევროპელი სოციალისტების ვიზიტი 23 თებერვალს დასრულდება.

Comments
Loading...