თბილისში 23 ნოემბერს თოვლია მოსალოდნელი

თოვლს ელოდებიან თბილისში 23 ნოემბერს სინოპტიკისები. ამის შესახებ “პირველს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ აცნობა.
სინოპტიკოსის ინფორმაციით, 23 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია სავარაუდო. 23 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა -2 – 2 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

უახლოეს დღეებში, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში ასევე მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსის თქმით, იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, თუმცა უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12-14 გრადუსი იქნება.

გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე თვის ამინდის სტატისტიკური მაჩვენებელი განსხვავებული არ არის

Comments
Loading...