დღეს აღმაშენებლის გამზირზე 43 წლის ქალი მოკლეს. ზიზი არეშიძის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა დილით იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი თოკით იყო გაგუდული, სხეულზე კი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
მეზობლების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის ქმარია, რომლიც შემთხვევის შემდეგ სახლიდან გავიდა და პოლიციას თავად ჩაბარდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალის ქმარი ფსიქოტროპულ აბებს მოიხმარდა და ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცოლ-ქმარი 4 წლის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ადგილზე დღეს ბინის მესაკუთრეც იმყოფებოდა, რომელსაც სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
მკვლელობის მოტივზე საუბარი არ სურთ გარდაცვლილის ახლობლებს. მათი განცხადებით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არასდროს მომხდარა.
გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული, გარდაცვლილის მეუღლეა.
წყარო: http://rustavi2.com/