თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად,ლოტკინზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
შემთხვევა ქუჩაში მოხდა. ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...