თბილისში ახალგაზრდა ფეხბურთელი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – მოკლულია საფეხბურთო კლუბ ხელვაჩაურის „მაჭახელას“ 20 წლის ფეხბურთელი თენგო ფერსელიძე.

შემთხვევა კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე 15 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის დაბადების დღეზე დაიწყო და მოგვიანებით ურთიერთშელაპარაკება ქუჩაში გაგრძელდა.

შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ფერსელიძეს ცივი იარაღით მიაყენა გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.