თბილისში ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მანქანა მტკვარში გადავარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.
ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების მუშაობის შედეგად, ორივე გარდაცვლილის გვამი ნაპოვნია.
რუსთავი 2-ის ცნობით, დაღუპულები 45 წლამდე ცოლ-ქმარი არიან.
წყარო : on.ge