თბილისში H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნა სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება

H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნა თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება, ზუსტი თარიღი კი უცნობია. ამის შესახებ On.ge-ს თანაინვესტირების ფონდში დაუდასტურეს ინფორმაცია.

მათივე თქმით, ინფორმაცია, თითქოს მაღაზია 21 სექტემბერს, 21 საათზე იხსნება, არ შეესაბამება სიმართლეს. ხოლო ფეისბუკ გვერდი და ღონისძიება, რომლებზე დაყრდნობითაც აღნიშნული ინფორმაცია დღეს რამდენიმე სააგენტომ, გაავრცელა არ არის ოფიციალური.

ინფორმაცია შვედური ბრენდის, H&M-ის საქართველოში გახსნაზე, 7 ნოემბერს გახდა ცნობილი. მაღაზია თავისუფლების მოედანზე, გალერია თბილისში გაიხსნება.

on.ge

Comments
Loading...