თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან შუა ხნის მამაკაცი გადმოვარდა.
როგორც „ინფო 9“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მამაკაცს პირველადი დახმარება გაუწიეს.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი დათვალიერებით, მამაკაცს ტრავმა თავის არეში აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებული არ ყოფილა.