თბილისში პატრულს თავს დაესხნენ- შსს ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს

თბილისში სადგურის მოედანთან პატრულის თანამშრომელს თავს დაესხნენ. ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა სამართალდამცავს თავის არეში ჭრილობა ქვით მიაყენა.

რაც შეეხება პატრულის თანამშრომელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...