თბილისში სავაჭრო ცენტრის „ევროპა მოლის” პროექტი ჩაიშალა.

თბილისში სავაჭრო ცენტრის „ევროპა მოლის” პროექტი ჩაიშალა. სავაჭრო ცენტრი კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. პროექტი Georgia Retail Centers-ს უნდა განეხორციელებინა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ბრენდებთანაც მიმდინარეობდა. „ევროპა მოლში” იგეგმებოდა საერთაშორისო ბრენდების, კაფეების, გასართობი ობიექტების განთავსება. სავაჭრო ცენტრში უნდა მოწყობილიყო ავტოსადგომიც. მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. დღეს კი ირკვევა, რომ ტერიტორია, სადაც სავაჭრო მოლი უნდა აშენებულიყო, იყიდება. უძრავი ქონების კომპანია „ქოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიაში” რომელიც ამ ტერიტორიის გაყიდვას აწარმოებს აცხადებენ, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ ტერიტორია იყიდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.