თბილისში ტაქსები ულიცენზიოდ ვეღარ იმუშავებენ

ტაქსების ლიცენზირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ტაქსების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების შემოღება დედაქალაქში არსებული საცობებიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმომადგენს.

„ეს არ არის მოკლევადიანი გეგმა, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. კარგი იქნება გარკვეული რეგულაციების შემოღება, თუმცა, ეს თბილისის მერიის კომპეტენცია არ არის. აქ საუბარია გარკვეულ შეზღუდვებზე. ამის კომპეტენცია მერიას არ აქვს, მაგრამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.