The Guardian: ივანკა ტრამპისა და მისი მეუღლის როლის გამო ბევრი ექსპერტი შეშფოთებულია

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წყვილი გახდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ბევრი ექსპერტი ნეპოტიზმიზმისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო შეშფოთებულია.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის უფროსი ქალიშვილი და მისმა მეუღლე, რომელმაც მილიარდერის საარჩევნო კამპანიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, “ამჟამად ტრამპის მომავალ გუნდს უხელმძღვანელებს”.

ამა წლის 10 იანვარს ტრამპმა კუშნერს, რომელიც მისი უფროსი მრჩეველი იქნება, “ძალიან წარმატებული ბიზნესმენი და პოლიტიკოსი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ ადვოკატები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ კუშნერის თანამდებობაზე დანიშვნა ნეპოტიზმის შესახებ ფედერალურ კანონს ხელს შეუშლის, რაც ოჯახის წევრების იმავე სფეროში დასაქმებას კრძალავს.

გარდა ამისა, ეთიკის ექსპერტები იტყობინებიან, თუ ტრამპი საკუთარ შვილებს თანამდებობაზე დანიშნავს, ეს ნეპოტიზმი იქნება. არსებული ინფორმაციით, კუშნერი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსთან, რიმსომ პრიბუსომთან და სტრატეგიულ საკითხებში ტრამპის უფროს მრჩეველ, სტივ ბენონთან ერთად იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, 35 წლის ჯუშნერი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი მთავარი თანაშემწე იყო. კუშნერი ნიუ ჯერსიში დაიბადა და გაიზარდა. იგი საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი იყო. 2006 წელს, 26 წლის ასაკში მან გაზეთი New York Observer-ი შეიძინა. კუშნერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის საარჩევნო კამპანიაში.

ipress.ge

Comments
Loading...