The New York Times,პუტინის რეჟიმზე გამოქვეყნებული სტატიების გამო,პულიცერის პრემიის გამარჯვებული გახდა

4 მაისს გამოვლინდნენ პულიცერის 2020 წლის ჯილდოს მფლობელები და ნომინაციაში "საერთაშორისო რეპორტაჟი" პრემია მიენიჭა The New York Times-ს. ინფორმაცია ვრცელდება პულიცერის პრემიის ოფიციალურ საიტზე.

აღნიშნულია,რომ The New York Times ამ ჯილდოს მფლობელი გახდა იმ კრიტიკული სტატიებისათვის,რომლებიც რუსულ ძალაუფლებას ეხებოდა.

დაჯილდოების ორგანიზატორების თქმით,აღნიშნული სტატიები იყო პუტინის რეჟიმის მტაცებლური ხასიათის გამოვლენა და ყოველივე ეს შეიცავდა რისკებს.

პუტინზე დაწერილი სტატიების გამო,The New York Times 2017 წელსაც გახლდათ ამ პრემიის მფლობელი.

Comments
Loading...