თეა პერტაია: 3702 უბნიდან ინციდენტი 3 უბანზე დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია „ფეისბუქში“ წერს:

„• ქვეყანაში 3702 საარჩევნო უბანია;

• 3702 უბნიდან ინციდენტი 3 უბანზე დაფიქსირდა. იყო რამდენი კონფლიქტი საარჩევნო უბნის შორიახლოს. თითოეულ ამ შემთხვევაზე სამართლადამცველებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება ჰქონდათ. დადგა შესაბამისი სამართლებრივი შედეგები;

• ყველამ დაინახა, რომ 2016 წლის არჩევნებზე პოლიცია, როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოებაზე… რომ ის იცავს უსაფრთხოებას ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სატანდარტის გათვალისწინებით… რომ ეს ყველას პოლიციაა, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა… რომ პოლიციელები არ ეპუებიან გამოწვევებს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წარბშეუხრელად იცავენ მოქალაქეებს და მათ უმთავრეს ღირებულებებს!

• და ესაა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იამაყოს თავისი პოლიციით!

Comments
Loading...