თეა წულიკიანი – შოთაძე ბევრად უკეთესი მთავარი პროკურორი იქნება, ვიდრე ბადაშვილია

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, შოთაძე საუკეთესო კანდიდატურაა და დარწმუნებულია,რომ მისი არჩევის შემთხვევაში თავს კარგად გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას. წულუკიანის განცხადბით, იგი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი პროკურორი, რაც საქართველოს ოდესმე ჰყოლია.
„მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, თუ მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ამჟამინდელი მთავარი პროკურორია. ის იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი რომელიც კი აქამდე გვყოლია.
მას ექნება იმის ღრმა რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო“
, – აღნიშნა წულუკიანმა.

Comments
Loading...