თეა წულუკიანი: ადვოკატ მდინარაძის საქმეზე გამოძიების სწრაფად დაწყება კარგია, მაგრამ არ კმარა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადვოკატ მდინარაძის საქმეზე გამოძიების სწრაფად დაწყება კარგია, მაგრამ არ კმარა.

მისი თქმით, მდინარაძის ცემის საკითხზე დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნილს მიუჟნიეკისთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

„კომისარმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გამოძიება სწრაფად დაიწყო. ჩემი მხრივ, მე დავამატე, რომ გამოძიების სწრაფად დაწყება კარგია, მაგრამ არ კმარა. სწრაფად დაწყებულმა გამოძიებამ ასევე სწრაფად უნდა დაადგინოს დამნაშავე პირები, რომ ისინი სამაგალითოდ დაისაჯონ. უნდა დაველოდოთ შედეგებს, რომლებიც, იმედი მაქვს, მალე დადგება. ამ თემაზე ჩვენ და კომისარს გვაქვს აბსოლუტურად თანხვედრი აზრი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...