თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს, თუ რას ნიშნავს „რუსთავი 2″-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენები”.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, გუშინ, 18:00 საათზე შევიდა.
„კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს „ღამით მოხდა მოვლენები”. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა გუშინ 18:00 საათზე და დღეს დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა, ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამით მომხდარი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იან კელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს „რუსთავი 2″-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენების გამო. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები.