თეა წულუკიანი – ხშირად გვიწყდება წყალი, გვიქრება დენი, გზა დაგებული არ არის

თეა წულუკიანს სურს, დავით ნარმანია ისეთი მერი იყოს, რომ მომავალ არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემა მოუნდეს. იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია “ივერიის” ეთერში ისაუბრა. წულუკიანის თქმით, თბილისს და სოფელ დიღომს გაუმჯობესება არ შეეტყო. როგორც მინისტრი ამბობს ხშირად წყდება წყალი, ითიშება ელექტროენერგია და არ არის გზა დაგებული.

„მინდა ისე მივიდე შემდეგ არჩევნებამდე, რომ კიდევ მომინდეს მისი არჩევა, თუ კარგად მოიქცევა. თბილისს ვერაფერი ვერ შეეტყო, ამ დასახლებას, იმიტომ რომ არც წინა ხელისუფლებამ, არც შემდეგ უკვე ნარმანიას პირობებში არ იჩქარა, რომ ან გზა გაკეთდეს, წყალიც ხან გვაქვს, ხან არა, დენი ხშირად გვეთიშება და ასე შემდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...