თეა წულუკიანი – როგორც ჩანს, შეეტყო პარტიიდან ჩემი წასვლა, აღარ იციან, სად ვზივარ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “თავისუფალი დემოკრატების” აქციას გამოეხმაურა

„რაც შეეხება ჩემი ყოფილი პარტიის აქციას, დასანანია, რომ მათ მოუწიათ თავიდან ამ აქციის გამართვა იუსტიციის სახლთან და მერე გაიგეს, რომ თურმე იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის. მაგრამ, ალბათ, ამაშიც დაიხვეწებიან მომავალში. როგორც ჩანს, შეეტყო პარტიიდან ჩემი წასვლა, აღარ იციან, სად ვზივარ. რაც შეეხება თვითონ სლოგანებს ამ აქციისა, მე ვხედავ, რომ სამწუხაროდ, „თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ერთი ნაწილი უკუსვლის რეჟიმში არის, პარტიას უკან ექაჩება და არ აძლევს განვითარების საშუალებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„დღეს „თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ერთი ნაწილი აქციას აწყობს და აპროტესტებს იმ უპრეცედენტოდ დადებით მოვლენას, რაც არის მთავარი – პროკურორის გამჭვირვალე წესით შერჩევა. თქვენ თვითონ შეადარეთ და გააკეთეთ შეფასება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...