თეა წულუკიანი: “რუსთავი 2” ბევრისთვის ძალიან საყვარელი არხია და ის ასეთადაც უნდა დარჩეს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვერ შეეგუებოდა, თუ ამ არხს დროებითი მმართველები ფორმატს შეუცვლიდნენ.

„რუსთავი 2“ აგრძელებდა დღემდე და გააგრძელებს თავის საქმიანობას, და კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ ის განცხადებები, რაც დროებითმა მმართველებმა გააკეთეს დღეს, სწორედ ამას ადასტურებს. მე ვერ შევეგუებოდი იმას, რომ „რუსთავი 2“-ს დროებითმა მმართველებმა შეუცვალონ პროფილი ან „რუსთავი 2“ გადაიყვანონ სხვა ბრძოლის ველზე, ვიდრე არის თავისუფალი ჟურნალისტიკა.

ამიტომაც ღიად ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, რომ მე არ შევეგუები, თუკი რომელიმე დროებითი მმართველი „რუსთავი 2“-ის ან ჟურნალისტების, ან „რუსთავი 2“-ის, როგორც სამაუწყებლო კომპანიის, საქმიანობის შეზღუდვას ან რაიმე სახით გადასხვაფერებას დააპირებს. „რუსთავი 2“ არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი, ძალიან საყვარელი არხი საზოგადოების ბევრი წევრისთვის და ის ასეთადაც უნდა დარჩეს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.