თეა წულუკიანი: საქართველოში რევოლუცია და დესტაბილიზაცია აღარ იქნება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლებები მხოლოდ არჩევნების გზით ირჩევიან და ამ ქვეყანაში რევოლუცია და დესტაბილიზაცია აღარ იქნება.

„ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს ხელისუფლებიდან. ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა თავისუფალი არჩევანია, რომლის კიდევ ერთ ტესტს მომავალ წელს წარმატებით ჩავაბარებთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი განცხადებით, მოქმედი მთავრობა, რომელსაც მანდატი მომავალი წლისთვის ეწურება, ახალ მთავრობას კარგ მემკვიდრეობას უტოვებს. მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, მათი დეპოლიტიზირება და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება.

„გაისად, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მხოლოდ ევროპული მთავრობა იქნება, რადგან ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია. წარსულის ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. ჩვენ ჩვენს უკან ძლიერ ინსტიტუტებს დავტოვებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...