თეა წულუკიანი: უკრაინის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს რეაგირება!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას უკრაინის პრეზიდენტისადმი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება.

„სააკაშვილის მიდგომა არის ძალადობისკენ, მისი მიდგომა არის იქითკენ, რომ ოღონდაც კი გაზარდონ შანსები ხელისუფლებაში დაბრუნების, ნაციონალური მოძრაობა, მისი ხელმძღვანელობით მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას. უკრაინის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს რეაგირება. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, აქ ვერ მოხდება დესტაბილიზაცია! რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას და მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლის ხელისუფლებას, ხელისუფლებებს და ა.შ. “, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...