თეა წულუკიანს და პაპუნა უგრეხელიძეს ქონება დაუყადაღეს – ვინ იქნება შემდეგი?

„ჩემი განცხადების საფუძველზე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და პაპუნა უგრეხელიძეს ქონება დაუყადაღეს, ჩემი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვაპირებ ქონება დავუყადაღო დავით უსუფაშვილს და თინა ხიდაშელს – ეს განცხადება უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ „მარშალპრესის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, მისი განცხადებით, ამ ქმედებით სურს აიძულოს ხელისუფლება შეიტანონ კანონში ცვლილება.

საქმე ეხება საქართველოს კანონი საჯარო რეესტრის შესახებ 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებულებას საჯარო რეესტრის წარმოების ინსტრუქციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეს, ყადაღის წარმოშობის შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებამდე აქვს უფლება განცხადების საფუძველზე ამა თუ იმ პირს ქონება დაუყადაღოს.

„იმისათვის, რომ სარეგისტრაციო კანონში შესულიყო ცვლილება, რასაც უკვე დიდი ხანია ვითხოვ, სიმბოლურად თეა წულუკიანისა და პაპუნა უგრეხელიძის ქონებაზე მოვითხოვე შეზღუდვა. ვიფიქრე, რომ ამით დაიწყებოდა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ადეიშვილ-მერაბიშვილის მიერ მორგებულ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ხალხზე იქნებოდა ორიენტირებული.

მინდა ავღნიშნო თუ რა დღეში ჩააგდეს მათი სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა აუკრძალეს. ძალიან ბევრ მოქალაქეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს მიადგა ზიანი სწორედ უკანონო კანონის გამო და პროტესტის ამ გზით მე მეგონა მათ დავანახებდი ჭეშმარიტებას“.

Leave A Reply

Your email address will not be published.