თედო ჯაფარიძე – ნატა ფერაძე იქნება თუ თედო ჯაფარიძე, მე ვერ მოვუგონებ კანონს, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს

ნატა ფერაძე იქნება თუ თედო ჯაფარიძე, მე ვერ მოვუგონებ კანონს, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის იმ მოსაზრებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ძალიან მალე აღიკვეთება სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან“.

ჯაფარიძის აზრით, ბილწსიტყვაობა, იქნება ეს კამერების წინაშე თუ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, მიუღებელია, თუმცა „ეს დამოკიდებულია ადამიანზე და იმაზე, თუ რა ოჯახში არის აღზრდილი“.

„ადამიანს, ფერაძე იქნება თუ თედო ჯაფარიძე, ვერ მოვუგონებ რაღაც კანონს, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს, რა უნდა თქვას. მე არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ამის დარეგულირება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...