თელასი – ხვალ, 13 თებერვალს ელექტროენერგია რამოდენიმე რაიონს დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 15 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, წინანაურის, მელქაძის, ბეჟან კალანდაძის, ბერძნის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გახოკიძის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, თეთნულდის, კიკვიძის, ქინქლაძის, როსტოვის, მიჩურინის და ყირიმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას შესახვევისა და ვერეს შესახვევის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...