თელასი SMS-შეტყობინების უკვე არსებულ სერვისს ახალ ნომრებს ამატებს

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, მომხმარებლებს SMS შეტყობინების საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიანების, ასევე ელექტრომომარაგების გეგმიური შეზღუდვების შესახებ.

აბონენტებს, რომლებსაც სურთ სერვისის გააქტიურება, ნომერზე 90033 უნდა გამოაგზავნონ 222#XXXXXXX („თელასის“ აბონენტის შვიდციფრიანი ნომერი).

მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის ყველა ოპერატორის აბონენტისთვის.

“კომპანიის საქმიანობა მიმართულია მართვის სისტემების სრულყოფისა და თანამედროვე მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისაკენ. ამასთანავე კომპანია მაქსიმალურად იცავს მომხმარებლების ინტერესებს,”–ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Comments
Loading...