თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

“მერსედერსის” მარკის ავტომობილი ჯერ “BMW”-ს ტიპის მანქანას , შემდეგ კი, კამაზს დაეჯახა.
მერსედერსის მძღოლი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავამდყოფოში სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით მოათავსა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ანდა

თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

Comments
Loading...