თელავში დაჭრილი პოლიციელი ქალი გარდაიცვალა

თელავის რაიონულ საავადმყოფოში, რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მაია ჯავახიშვილი გარდაიცვალა.

თელავის საპატრულო პოლიციის ეზოში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.

ინციდენტის დროს კიდევ ერთი პატრული, პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი გარდაიცვალა.

დაკავებულია 19 წლის სანდრო მეტრეველი.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.