თენგიზ ფხალაძე – დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოსინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძეამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ევროპულდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფომინისტრის დავით ბაქრაძის დანიშვნის შესახებ კომენტარს აკეთებს დადარწმუნებულია, რომ იგი ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებსამერიკის შეერთებულ შტატებში.

“ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის ერთერთიმნიშვნელოვანი ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.

კონსულტაციების შედეგად შერჩეული იქნა დავით ბაქრაძის კანდიდატურა,რომელსაც აქვს კარგი და საინტერესო დიპლომატიური გამოცდილება. ისარაერთხელ იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამჟამად ისარის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციის საკითხებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იქნებაღირსეული ელჩი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოსინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში,”- განაცხადა საქართველოსპრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

Comments
Loading...