თეო ხატიაშვილი – პატრიარქი დიდი რეჟისორია, მან დადგა სპექტაკლი

“პატრიარქი დიდი რეჟისორია – მან დადგა სპექტაკლი და ალბათ, შემთხვევითი არ არის ეს „რუსთაველის“ თეატრში მოხდა და აჩვენა ხელისუფლებასა და მოსახლეობასაც, რომ მას შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით და თავისი წესების მიხედვით ერთი დღის განმავლობაში აბსოლუტურად რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია.

ამ თამაშიც წესებში ერთვება მთელი სახელისუფლებო სპექტრი, რამდენიმეს გამოკლებით, რითაც იმდენად აბსურდულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ შემდეგ თავის მართლებისთვის კიდევ უფრო აბსურდულ არგუმენტებს იშველიებენ და უფრო უმწეონი ჩანან. მოვისმინეთ, რომ ეს იყო ემოციურ ფონზე ნათქვამი განცხადებები – თუ ჩვენი ხელისუფლება ერთი სპექტაკლის ნახვის შემდეგ ისე კარგავს გონს, რომ მზადაა შეცვალოს კანონი, დაარღვიოს კონსტიტუცია, კიდევ უფრო ცუდ დღეში ვყოფილვართ, ვიდრე ორი დღის წინ გვეგონა. ეს არ არის უბრალოდ ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება, საპატრიარქოს მხრიდან, თუ ხელისუფლების, არამედ ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რა დიდი ძალაუფლების მქონეა საპატრიარქო”
– ეს განცხადება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა თეო ხატიაშვილმა გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში გააკეთა

Comments
Loading...