თერჯოლაში 50 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

წვიმამ თერჯოლის რაიონი დააზარალა. რამდენიმე სოფელში სახლს ძლიერი ქარის გამო სახურავი აქვს გადახდილი. წლიერი წყალდიდობის შედეგად წაღებულია გადასასვლელი ხიდები. სოფელ რუფოთში და თუზში გარესამყაროს დაახლოებით 50 ოჯახია მოწყვეტილი. ამ დრომდე მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა იმერეთში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად, კალაპოტებიდან მდინარეები გადმოვიდა, რის გამოც, რამდენიმე გზა წყალმა წაიღო და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

Comments
Loading...